ზუსტად 42 წლის წინ, “დინამო თბილისმა” ქართული ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი დასამახსოვრებელი მატჩი და გამარჯვება ჩაწერა.

 

ეს 1978 წლის 13 სექტემბერს, თბილისში, “დინამო არენაზე” მოხდა, სადაც ქართული ფეხბურთის ფლაგმანმა იტალიური გრანდი “ნაპოლი” მიიღო და ორი უპასუხო გოლი გაუტანა.

 

უეფას თასის პირველი რაუნდის ეგიდით გამართულ მატჩში, რომელსაც 75 000-მდე გულშემატკივარი დაესწრო, ანგარიში 39-ე წუთზე დავით ყიფიანმა გახსნა, მეორე ნახევრის სტარტიდან ოთხ წუთში კი უპირატესობა ორამდე რამაზ შენგელიამ გაზარდა.

 

საპასუხო შეხვედრა იტალიაში ფრედ – 1:1 დასრულდა და საბოლოდ შემდეგ ეტაპზე ქართული გუნდი გავიდა.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი კომენტარი!
შეიყვანეთ თქვენი სახელი აქ