უიშვიათესი ფაქტი დაფიქსირდა რუსეთში – მოსკოვის მხარის კლუბ “ზნამენი ტრუდის” 16 წლის მეკარე ივან ზაბაროვსკის ვარჯიშის დროს მეხი დაეცა.

ფეხბურთელი გადარჩა და სასწრაფოდ გადაიყვანეს საავადმყოფოში, სადაც ნელ-ნელა კომიდანაც გამოდის.

აღსანიშნავია, რომ იმ დროისთვის, როცა მეხი ჩამოვარდა, არც წვიმდა და არც ცუდი ამინდი იყო.

ფიზიკოსები აღნიშნულ მოვლენას (კარგ ამინდში მეხის ჩამოვარდნა) უიშვიათეს მოვლენად აფასებენ, რაც სამყაროში ჩამოვარდნილი მეხის მილიარდი შემთხვევიდან ერთი შეიძლება იყოს.

სტატია მომზადებულია sportall.ge მიხედვით.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი კომენტარი!
შეიყვანეთ თქვენი სახელი აქ