დღეს გამთენიისას, UFC-ში მორიგი ღონისძიება გაიმართა, სადაც რამდენიმე ბრძოლა ჩატარდა.

ჩვენთვის ყველაზე საინტერესო ქართველი მებრძოლის, მერაბ დვალიშვილისა და ამერიკელი გუსტავი ლოპესის დაპირისპირება იყო.

დვალიშვილმა მეტოქეს პირველი რაუნდი პირწმინდად მოუგო, მეორე რაუნდში ბრძოლა ქვეჭიდში მიმდინარეობდა და დიდი შანსი იყო, რომ მეტოქე მერაბს მახრჩობელაზე დაეჭირა, თუმცა ბეწვზე გადარჩა.

მესამე რაუნდში დვალიშვილმა უპირატესობა არ გაანიავა და მსაჯების გადაწყვეტილებით გაიმარჯვა.

დვალიშვილს UFC-ში უკვე ბრძოლა დაუგროვდა, მის ანგარიშზე 4 გამარჯვება და 2 მარცხია.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი კომენტარი!
შეიყვანეთ თქვენი სახელი აქ