2008 წელს თბილისში ქართველი ფეხბურთელების წინააღმდეგ დიეგო მარადონას გუნდმა, რომელიც ძირითადად არგენტინელებით იყო დაკომპლექტებული, საჩვენებელი მატჩი ჩაატარა.
შეხვედრა მარადონას მეგობრების გამარჯვებით, ანგარიშით 3:5 დასრულდა.
აღსანიშნავია, რომ მატჩის მეორე ტაიმის დასაწყისში დიდმა დიეგომ სამი ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელის გიორგი მერებაშვილის (22 წლის), გურამ კაშიასა (21 წლის) და უჩა ლობჟანიძის (21 წლის) წინააღმდეგ თამაშზე უარი თქვა.