ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გამოთქვა სურვილი, რომ ქვეყანაში სპორტული ტურნირები განახლდეს.

„ჩვენ გვჭირდება სპორტული ტურნირების დაბრუნება, – თქვა ტრამპმა. – პირადად მე დავიღალე 14 წლის წინანდელი ბეისბოლის მატჩების ცქერით. მოუთმენლად ველოდებით შეხვედრას სპორტში მთავარ მოთამაშეებთან, რათა მათგან შევიტყო – როდის დავიბრუნებთ ლიდერის ძველ პოზიციას“.

ამ დროისთვის, კორონავირუსის გამო, ჩრდილოეთ ამერიკაში შეჩერებულია ყველა პროფესიული ლიგის სეზონი, მათ შორის, NBA-სა და NHL-ში. ჯერჯერობით მატჩების განახლების სავარაუდო თარიღებიც კი არ არსებობს.

სტატია მომზადებულია 1tv.ge მიერ.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი კომენტარი!
შეიყვანეთ თქვენი სახელი აქ