• პარ. აგვ 6th, 2021

VIDEO | პირატები “დინამო ბათუმის” ვარჯიშზე მივიდნენ და გუნდი გაამხნევეს

დინამო ბათუმის 150-მდე გულშემატკივარმა დინამო თბილისთან უმნიშვნელოვანესი მატჩის წინა დღეს, გუნდის დასკვნით ვარჯიშზე ძალიან ემოციური გარემო შექმნა და ადვილი წარმოსადგენია, რა ატმოსფერო იქნება შაბათს, თამაშის დროს, როცა ბათუმის ახალ სტადიონზე საქართველოს ჩემპიონატის ცენტრალურ მატჩს 6200 გულშემატკივარი დაესწრება!

“შავი ზღვის პირატები” დღეს საყვარელი გუნდის ვარჯიშზე მივიდნენ და დინამო თბილისთან მატჩის წინ ფეხბურთელები სიმღერებით გაამხნევეს. ფანების პერფორმანსს ვიდეოში ნახავთ, ხვალ კი, თამაშის დროს კიდევ უფრო ემოციური, მონატრებული საფეხბურთო გარემო იქნება.

შეგახსენებთ, რომ მატჩზე დასასწრები ყველა ბილეთი 6 საათში გაიყიდა. კოვიდრეგულაციების გამო ბათუმის სტადიონზე თამაშს 6200 მაყურებელი დაესწრება. გულშემატკივრების დასწრების ფაქტორი ამ დაპირისპირებას მართლაც სუპერმატჩად აქცევს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.