,,ულსან ჰიუნდაისა” და საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა ვაკო ყაზაიშვილმა სამხრეთ კორეის ჩემპიონატში პირველი გოლი გაიტანა.
ყაზაიშვილმა ,,სეულის” კარი 76-ე წუთზე დალაშქრა და ,,ულსანი” წინ გაიყვანა.
საბოლოოდ, ვაკოს გუნდმა 3:2 გაიმარჯვა და სამხრეთ კორეის ჩემპიონატში მე-2 პოზიციაზე გადავიდა.