ყაზახეთი – ყაზახეთის ჩემპიონატში ელიტაში დარჩენა გაინაღდა შოთა გრიგალაშვილის “კიზილჟარმა”. ქართველის გუნდი, რომელიც გუნდის კაპიტნის სტატუსით სარგებლობს გასვლაზე “კასპიას” დაუზავდა (1-1). გრიგალაშვილმა სრულად ითამაშა და სწორედ მან გახსნა მატჩის სტარტზე ანგარიში.

რუსეთი – რუსეთის ახალგაზრდულ ლიგაში თავი გამოიჩნა ნიკოლოზ ქუთათელაძემ. მოსკოვის “სპარტაკის” ქართველმა შემტევმა “დინამო მოსკოვთან” მატჩში საბოლოო ანგარიში კომპენსირებულ დროში დააფიქსირა. ქუთათელაძის “სპარტაკი” გათამაშებას 20 ქულით ლიდერობს.

ლატვია – ლატვიის ვირსლიგაში ქართველი ფეხბურთელებით დახუნძლულმა “ვენტსპილსმა” მნიშვნელოვანი ქულები დაკარგა გასვლაზე “დაუგავაპილსთან” (0-0). ქართველი ფეხბურთელებიდან ბექა ვარშანიძემ, გიორგი რეხვიაშვილმა და გიორგი მჭედლიშვილმა (ყვითელი ბარათი) სრულად ითამაშეს, გიორგი ერისთავი კი უკვე რამდნეიმე მატჩია განაცხადს მიღმა რჩება, მიზეზი კი უცნობია. “ვენტსპილსი” ცხრილში მე-4 პოზიციაზეა და ევროსაგზურების ზონას 1 ქულით ჩამორჩება, თუმცა მეტოქეებზე ერთბაშად ორი მატჩით მეტი აქვს ჩატარებული.

ფინეთი – ფინეთის ვეიკაუსლიგაში მორიგი მარცხი განიცადა ზურაბ ცისკარაძის “როვანიემმა”. ქართველი უკანახაზელის გუნდი დრამატულ მატჩში 3-2 დამარცხდა “სიფკ”-თან. ცისკარიძემ ტრადიციულად სრულად ითამაშა და მატჩის 74-ე წუთზე საჯარიმოში შემთხვევით ხელით ითამაშა, რის შემდეგაც მეტოქემ პენალიტადნ ანგარიში 2-1 გახადა. “როვანიემი” სატურნირო ცხრილში გამოკვეთილი აუტსაიდერია. ფინეთის რანგით მეორე ლიგაში 2-0-დან თამაშ შემოატრიალა და 3-2 მოიგო ზაქარია ბეგლარიშვილის “კოოტეპემ”. ქართველის გუნდმა ამ მოგებით 44 ქულა დააგროვა და ელიტაში ასაღზევებლად ბრძლოას განაგრძობს. ბეგლარიშვილი მწვრთნელმა 56-ე წუთზე შეცვალა.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი კომენტარი!
შეიყვანეთ თქვენი სახელი აქ