აპრილი 18, 2024

გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებულის თანამესაკნემ გამოძიებას სკანდალური ჩვენება მისცა. როგორც ნიკა ჩიტიძე ყვება, მას 18 ივნისს განვითარებული მოვლენების შესახებ თანამესაკნემ, ნიკოლოზ რევაზიშვილმა უამბო.

ჩვენება 8-გვერდიანია და 14 აგვისტოთი თარიღდება.

ჩვენებაში დეტალურად არის აღწერილი გიორგი შაქარაშვილის მკვლელობა, რომელზეც, ჩვენების მიხედვით, პატიმრობაში მყოფმა ნიკოლოზ რევაზიშვილმა თანამესაკნესთან ისაუბრა.

,,ავედით ცენტრალურ გზაზე, არაგვის ხიდთან დავინახეთ 3-4 ბიჭიო. მათ დანახვაზე ვახტანგ ჩიქოვანმა იყვირა, ესენი არიან ამათი დედა **** … მძღოლის გარდა ყველანი გადავედით მანქანიდან და გავიქეცით იმ ბიჭების მიმართულებითო. ისინი ჩვენ დანახვაზე გაიქცნენ, გადაჭრეს გზა და ხიდის ქვემო ჩასასვლელისკენ გაიქცნენო.

ჩვენც იმ ადგილას რომ მივუახლოვდით, შევამჩნიე, რომ ერთ-ერთი ბიჭი იქვე ბუჩქებში იმალებოდა და მე ამ ბიჭთან დავრჩი. 

დევნის დროს ერთი ბიჭი არაგვის ხიდის ქვეშ გამავალი გზისკენ გაიქცა… მას უკან მიყვნენ აჩო გაგნიძე, ვახტანგ ჩიქოვანი, ზ.ხ. და ა.ქ. დაახლოებით 15 -20 წუთის შემდეგ ისინი უკან დაბრუნდნენ და თქვეს, რომ დედა მ*** ამის შემდეგ ჩვენ ჩავსხედით მანქანაში და წამოვიყვანეთ თბილისის მიმართულებითო. მანქანაში ძალით ჩავსვით ამირხანაშვილი, თუმცა არ გვიცემიაო.

აჩო გაგნიძემ მას სიტყვიერად ჩხუბი და გინება დაუწყო, რაზეც ამირხანაშვილმა უთხრა, მე არაფერ შუაში ვარო. ამირხანაშვილი შეშინებული იყო, გზაზე რამდენჯერმე პირჯვარი გადაიწერა… შემდეგ, გაგნიძემ მანქანაში მოჰყვა, რომ დავეწიეთ იმ ბიჭს, ჯერ ხელის გულები დავარტყიო, ორივე თვალის მიდამოში და თავი ჩავარტყი სახეში. შემდეგ, მუშტი ჩავარტყი და ტუჩი გაუსკდაო, ამის შემდეგ ბიჭი წაიქცა და ვახტან ჩიქოვანმა, ზ.ხ.-მ ა.ქ.-მ და მე წიხლები ვურტყითო.

აჩო გაგნიძეს უთქვამს, რომ ცემის პროცესში ბიჭი გაგვექცა მდინარისკენო, უკან მიყოლიან ყველანი, რა დროსაც მდინარეში გადაგვივარდა ეს ბიჭი და დედა მ*** და დაიხრჩოო”, – წერს რევაზიშვილის თანამესაკნე ჩიტიძე.

ამავე ჩვენების მიხედვით ირკვევა, ერთ-ერთი მთავარი ნივთმტკიცებით ჩანთის შესახებ დეტალები.

,,დევნის დროს ბიჭს დაუვარდა პატარა ჩანთა, რომელიც გავხსენით და შიგნით მხოლოდ სავარცხელი და თმის ჟელე ვნახეთო. ჩანთა იქვე არაგვის ხიდის ბეტონის საყრდენზე დადო იმიტომ, რომ ვერავინ ვერაფერს გაიგებს ჩვენზეო, იფიქრებენ, ჩანთის პატრონი წყალში გადახტაო.

… აჩო გაგნიძემ თქვა, ეს ამბავი რომ გაბაზრდეს მთქმელს და მთელ მის ოჯახს დედა მ***. რაზეც ჩიქოვანმა დაამატა, რა უნდა გაბაზრდეს ვინც ამას იტყვის ზონაში ვერსად გაჩერდება ბოზის სახელი ექნებაო. აჩო გაგნიძეს ჩიქოვანისთვის უთქვამს, ხომ არ დავრჩით საბურთალოელების ვალში, ხომ ავუღეთ აბაროტი, ამათი დედა მ***”, – ნათქვამია ჩიტიძის ჩვენებაში.

ნიკოლოზ რევაზიშვილის თანამესაკნის ჩვენებას ,,რუსთავი 2″ ავრცელებს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *