მოულოდნელი იყოო ვერ ვიტყვით, რადგან თანამედროვეობის ერთ-ერთი გამორჩეული ვარსკვლავი მწვანე გაზონისადმი ნოსტალგიას განიცდიდა და რამდენჯერმე მიანიშნა, რომ დაბრუნებას არ გამორიცხავდა.

არიენ რობენზე მოგახსენებთ, რომელმაც ბუცების ლურსმანზე დაკიდების შესახებ განცხადება შარშან, სეზონის დასრულების შემდეგ გააკეთა, როდესაც „ბაიერნს“ დაემშვიდობა. ჰოლანდიელმა ფეხბურთელმა მიუნხენურ გრანდთან ერთად ბუნდესლიგა რვაჯერ მოიგო, ხოლო ერთხელ ჩემპიონთა თასიც აღმართა.

ერთწლიანი პაუზის შემდეგ, 36 წლის რობენი დაბრუნდა და მომდევნო სეზონში „გრონინგემისთვის“ გაირჯება, რომელიც მისთვის უცხო ნამდვილად არ გახლავთ. ის, სწორედ ამ კლუბის აკადემიის აღზრდილია.

ისე, კი თავისი შთაბმეჭდავი კარიერის მანძილზე, არიენ რობენს „გრონინგემის“ და „ბაიერნის“ გარდა ბურთი „ჩელსიში“ და მადრიდის „რეალში“ უგორებია. რაც შეეხება ნაკრებს, რობენმა ნარინჯისფერთა მაისურა 97 მატჩში მოირგო და 37 გოლი გაიტანა.

არიენ რობენმა „გრონინგემთან“ ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი კომენტარი!
შეიყვანეთ თქვენი სახელი აქ