თეატრისა და კინოს ვეტერანი მსახიობი, სერ იენ ჰოლმი 88 წლის ასაკში გარდაიცვალა. როგორც იუწყებიან ბოლო წლებში მსახიობს პარკინსონის დაავადება სტანჯავდა.

იენ ჰოლმმა სამსახიობი კარიერა თეატრში დაიწყო. მოგვიანებით მან სასცენო კარიერა კინოში გააგრძელა. მაყურებელმა იენ ჰოლმი ტრილოგია “ბეჭდების მბრძანებელში”, ჰობიტი ბილბო ბეგინსის საკულტრო როლის შესრულებით გაიცნო და შეიყვარა. 1988 წელს მსახიობს ლოურენს ოლივიეს ჯილდო გადაეცა „მეფე ლირის“ როლის ბრწყინვალედ შესრულებისთვის.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი კომენტარი!
შეიყვანეთ თქვენი სახელი აქ