როგორც მოგეხსენებათ, რამდენიმე კვირის წინ, “ბარსელონას” ერთ-ერთმა სკაუტმა, ჟოზეპ ბოადუმ, კლუბის პრეზიდენტთან კონფლიქტის გამო, თანამდებობა დატოვა. დღემდე კი მისი ადგილი თავისუფალი იყო.
ახლახანს დადასტურდა, რომ ბოადუს ადგილს ალექს გარსია დაიკავებს, რომელიც 2011-12 წლებში თბილისის “დინამოს” მთავარი მწვრთნელი იყო.
აღსანიშნავია, რომ გარსია 2001-03 და 2005-09 წლებში “ბარსელონას” ახალგაზრდული გუნდის დამრიგებელიც იყო.
ასე, რომ მას კატალონიურ კლუბში მუშაობის გამოცდილება აქვს.