ყაზახეთის ყოფილი პრეზიდენტი ნურსულთან ნაზარბაევი კორონავირუსით დაინფიცირდა.

ამის შესახებ ინფორმაცია ნურსულთან ნაზარბაევის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა. „ამ დროისთვის ყაზახეთის პირველი პრეზიდენტი თვითიზოლაციაში იმყოფება.

სამწუხაროდ, კორონავირუსულ ინფექციაზე ბოლო ტესტმა დადებითი შედეგი აჩვენა. რაიმე შეშფოთების მიზეზი არ არსებობს. ნურსულთან ნაზარბაევი დისტანციურად განაგრძობს მუშაობას“, – ნათქვამია განცხადებაში.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი კომენტარი!
შეიყვანეთ თქვენი სახელი აქ