ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მსახიობი, სუშან სინგჰ რაჯპუტი 34 წლისა გარდაიცვალა. ამის შესახებ BBC იტყობინება.

გამოცემის ინფორმაციით, სავარაუდოდ მსახიობმა თავი მოიკლა. მუმბაის პოლიცია სწორედ ამ ვერსიას განიხილავს. რაჯპუტის გარდაცვალებას ინდოეთის პრემიერ-მინისტრი ნარენდრა მოდი გამოეხმაურა, რომელმაც გარდაცვლილის ოჯახს მიუსამძიმრა.

ასევე ცნობილია, რომ რამდენიმე დღის წინ რაჯპუტის ყოფილი მენეჯერი, 28 წლის დიშასალიანი მე-14 სართულიდან გადმოვარდა და გარდაიცვალა. სამართალდამცველები არ გამორიცხავენ, რომ შესაძლოა ამ ფაქტმა მსახიობის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე დიდი გავლენა იქონია.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი კომენტარი!
შეიყვანეთ თქვენი სახელი აქ