“ანტისახელმწუფოებრივი ხელისუფლების პირობებში საქართველო რუსული სპეცსამსახურების და პუტინის ტერორისტების თარეშის ველად გადაიქცა,” – ამ განცხადებით  “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი, გრიგოლ ვაშაძე   “მთავარი არხის” ჟურნალისტის, გიორგი გაბუნიას შეკვეთილი მკვლელობის საქმეს გამოეხმაურა. ოპოზიციის ლიდერმა გიორგი გაბუნიას და “მთავარ არხს” სოლიდარობა გამოუცხადა და ხელისუფლებას საქმის სწრაფი გამოძიებისკენ მოწოდა. ვაშაძემ ასევე,  გამოძიებაში საერთაშორისო პარტნიორების შესაბამისი უწყებების ჩართვის მნიშვნელობაზეც ისაუბრა.

გუშინ საღამოს ტელეკომპანია “მთავარის” დირექტორმა, ბატონმა ნიკა გვარამიამ გაასაჯაროვა ინფორმაცია, რომ რამზან კადიროვის დავალებით და დაკვეთით რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, ვინმე ვასამბეგ ბოკოვი გეგმავდა ტელეკომპანიის ერთ-ერთი წამყვანი ჟურნალისტის, ბატონი გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას. ძალიან მტკივნეულია ამის აღიარება, მაგრამ გვიწევს; ანტისახელმწუფოებრივი ხელისუფლების პირობებში საქართველო რუსული სპეცსამსახურების და პუტინის ტერორისტების თარეშის ველად გადაიქცა. შესაბამისი უწყებები იმის მაგივრად, რომ უშიშროებაზე ზურნავდნენ, ოპოზიციის დევნით და მიყურადებით არიან დაკავებულები და უსაფრთხოების სისტემა სრულაიდ მოშლილია.

სოლოდარობას ვიცხადებთ “მთავარს”, ბატონ გაბუნიას და ყველა თავისუფლების მოყვარულ ჟურნალისტს, რომელიც ამ არხზე მუშაობს. მოვითხოვთ, მაქსიმალურად სწრაფად, დეტალურად გასაჯაროვდეს ამ დანაშაულთან დაკავშირებული ინფორმაცია. ზუსტად დადგინდეს არა მარტო ამ დანაშაულის შემსრულებელი, არამედ ამ დანაშაულის ორგანიზატორები და დამკვეთები. ხელისუფლებამ დააფიქსიროს მკაცრი და შეუვალი პოზიცია ამ დანაშაულზე და არ დაიმალოს ისე, როგორც იმალება მაშინ, როდესაცს აქმე რუსეთის ფედერაციას ეხება და ბოლოს, კატეგორიულად მოვითხოვთ, გამოძიებაში ჩაერთონ ჩვენი სახელწმიფოს მთავარი მოკავშირეების შესაბამისი უწყებები, იმიტომ, რომ ხელისუფლების გამოძიებისადმი ნდობა, არის ნულზე დასული, – განაცხადა ვაშაძემ.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი კომენტარი!
შეიყვანეთ თქვენი სახელი აქ