მსოფლიოსთვის 2020 წელი ისედაც მძიმე გამოდგა, თუმცა, შეთქმულების თეორიების მოყვარულები კიდევ უფრო შორს მიდიან – მათი მტკიცებით, სამყაროს აღსასრულამდე… 1 კვირა დარჩა.

როგორც მოგეხსენებათ, მაიას კალენდრის “გაშიფვრაზე” დაყრდნობით, დედამიწის დაღუპვა 2012 წლის 21 დეკემბერს იყო ნაწინასწარმეტყველები, თუმცა, ბრიტანულ THE SUN-ის სტატიის თანახმად, კონსპირატოროლლოგები აცხადებენ, რომ გამოთვლებში შეცდომა იყო დაშვებული და სამყაროს აღსასრული 2020 წელს დადგება – უფრო ზუსტად 21 ივნისს.

მათი მტკიცებით, 8 წლიანი განსხვავება გრიგორიანულ კალენდარზე გადასვლამ გამოიწვია.

“იულიუსის კალენდრით ეხლა პრაქტიკულად 2012 წელია. იმ დღეთა რაოდენობა, რომელიც ჩვენ გრიგორიანულ კალენდარზე გადასვლის გამო დავკარგეთ, 11-ს უტოლდება. 11 რომ გავამრავლოთ 268 წელზე (1752-2020) – მივიღებთ 2948 დღეს, შესაბამისად, გავყოთ ეს რიცხვი წელიწადში დღეთა რიცხვზე (365) და ვიღებთ 8 წელს. ანუ, 2012 წლის 21 დეკემბერი = 2020 წლის 21 ივნისს,” – წერს ერთერთი კონსპირატოროლოგი პაოლო ტაგალოგუინი.

სამყაროს აღსასრულის ეს თეორია, როგოც მოგეხსენებათ იდუმალებით მოცულ პლანეტა ნიბირუს უკავშირდება, რომელიც დედამიწას უნდა დაეჯახოს და გაანადგუროს. პირველი ვერსიით, ეს 2003 წლის მაისში უნდა მომხდარიყო, შემდეგ 2012 წლის 21 დეკემბერს, ახალი ვერსიში კი 2020 წლის 21 ივნისია დასახელებული.

ბუნებრივია, NASA ამ “პროგნოზებს” არასერიოზულს უწოდებს და აცხადებს რომ არც 2003, არც 2012, არც 2020 წელს და არც უახლოესი 50-100 წლის მანძილზე არ მომხდარა და არც მოხდება ისეთი ასტრონომიული მოვლენა, რომელიც ჩვენს პლანეტას განადგურებით ემუქრება.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი კომენტარი!
შეიყვანეთ თქვენი სახელი აქ