პატიმრობაში მყოფმა ქართველმა მოკრივემ, ავთანდილ ხურციძემ სოციალურ ქსელ Facebook-ში პოსტი გამოაქვეყნა. 41 წლის სპორტსმენმა საკუთარ ვაჟს ემოციურად მიმართა.

“მენატრები, ტარიელ. მიყვარხარ, შვილო. გპირდები, შენთვის ახალგაზრდა დავბრუნდები. ყველაფერს დავიბრუნებ, შენთან მოვალ და ბედნიერები ვიქნებით. ცხოვრების ბოლომდე შენთან ერთად ვიქნები. მიყვარხარ, შვილო”, – წერს ხურციძე.

შეგახსენებთ, რომ ავთანდილ ხურციძე 2017 წლის 8 ივნისს ნიუ-იორკის საერთაშორისო აეროპორტში რუსული დანაშაულებრივი სინდიკატის წევრობის ბრალდებით დააკავეს. 2018 წელს მას 10-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი კომენტარი!
შეიყვანეთ თქვენი სახელი აქ