რესპუბლიკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, რამზან კადიროვი მსოფლიოს ანტი-დოპინგური სააგენტოს მიერ რუსეთისათვის გამოტანილ განაჩენს უსამართლობად აფასებს.

“ეს უსამართლო გადაწყვეტილებაა. მე რომ სპორტსმენი ვიყო და შეჯიბრზე საკუთარი ქვეყნის დროშას ვერ ვაფრიალებდე, მაშინ იქ მონაწილეობას საერთოდაც არ მივიღებდი. მსოფლიოს ყველა სპორტსმენი უნდა გაერთიანდეს და ამ უსამართლობის წინააღმდეგ განცხადება გააკეთოს. პირველრიგში ეს ჩვენმა მეზობლებმა უნდა ქნან. ხვალ, შეიძლება, მათაც იგივე დაემართოს”, – ციტირებს კადიროვის სიტყვებს Sports.ru.

აქვე შეგახსენებთ, რომ რუსეთს მომდევნო ოთხი წლის მანძილზე “დიდ შეჯიბრებებზე” დისკვალიფიკაცია აქვს მიღებული.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი კომენტარი!
შეიყვანეთ თქვენი სახელი აქ