ნი­კუ­შა ჭი­ჭი­კოშ­ვი­ლი 2017 წელს გა­იც­ნო სა­ზო­გა­დო­ე­ბამ. პა­ტა­რა, საყ­ვა­რე­ლი ბი­ჭის სა­ხა­ლი­სო ვი­დე­ოს გა­მოქ­ვეყ­ნე­ბის შემ­დეგ, რო­მე­ლიც პირ­ვე­ლი კლა­სის გა­მო­საშ­ვებ ზე­იმ­ზე იყო გა­და­ღე­ბუ­ლი, ნი­კუ­შა ინ­ტერ­ნეტ­ვარ­სკვლა­ვად იქცა – “მას ქარ­თვე­ლი ლუი ან­დერ­სო­ნიც” შე­არ­ქვეს.

მალე ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ ბი­ჭუ­ნას ჯან­მრთე­ლო­ბის სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მა აწუ­ხებ­და. ბავ­შვს თირკმე­ლე­ბის და­ა­ვა­დე­ბა ჯერ კი­დევ მუც­ლად­ყოფ­ნის პე­რი­ოდ­ში და­უდ­გი­ნეს. მერე იყო ურ­თუ­ლე­სი გზა სი­ცო­ცხლის გა­და­სარ­ჩე­ნად. წლე­ბის წინ ერთი თირკმე­ლი ბე­ბი­ამ, დე­დის დე­დამ, გა­და­უ­ნერ­გა ნი­კუ­შას.

ამ სამი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ბავ­შვის მდგო­მა­რე­ო­ბა რამ­დენ­ჯერ­მე დამ­ძიმ­და, ის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში არა­ერ­თხელ მოხ­ვდა, რამ­დე­ნი­მე თვის წინ კი, 10 წლის ნი­კუ­შას ინ­სულ­ტი გა­ნუ­ვი­თარ­და და თვე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ინ­გო­როყ­ვას კლი­ნი­კა­ში აპა­ტარ­ზე იყო შე­ერ­თე­ბუ­ლი.

თით­ქმის ერთი თვეა, ნი­კუ­შა ჭი­ჭი­კოშ­ვი­ლი სახ­ლში დაბ­რუნ­და. მდგო­მა­რე­ო­ბა ამ ეტაპ­ზეც რთუ­ლია, მაგ­რამ ოჯა­ხის­თვის მთა­ვა­რია, რომ შვი­ლი ცო­ცხა­ლი გა­და­არ­ჩი­ნეს.

AMBEBI.GE ნი­კუ­შას მა­მას, ზუ­რაბ ჭი­ჭი­კოშ­ვილს და­უ­კავ­შირ­და და ბავ­შვის მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ დე­ტა­ლე­ბი ჰკი­თხა.

– ძა­ლი­ან დიდი მად­ლო­ბა ყვე­ლას ასე­თი გულ­შე­მატ­კივ­რო­ბის­თვის და პა­ტი­ვის­ცე­მის­თვის! ამ ეტაპ­ზე რა პრობ­ლე­მაც არის, ვუ­ძღვე­ბით ამას და სა­ზო­გა­დო­ე­ბის­გან ფი­ნან­სუ­რი დახ­მა­რე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბა არ გვაქვს. ნი­კუ­შას არა უშავს, სახ­ლში უკე­თე­სად გრძნობს თავს.

– პან­დე­მია ხომ არ გიშ­ლით ხელს, რომ სხვა ქვე­ყა­ნა­ში გა­და­იყ­ვა­ნოთ სამ­კურ­ნა­ლოდ?

– ნი­კუ­შას სტა­ბი­ლუ­რად სჭირ­დე­ბა რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია. პა­რა­ლი­ზე­ბუ­ლი აქვს მარ­ცხე­ნა მხა­რეს კი­დუ­რე­ბი. ახლა ფრე­ნე­ბი არ არის, მისი მოძ­რა­ო­ბაც არ შე­იძ­ლე­ბა, თუმ­ცა, ვარ­კვევთ უცხო­ეთ­ში სად შე­იძ­ლე­ბა იყოს ისე­თი სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო ცენ­ტრი, სა­დაც ნი­კუ­შას მი­ღე­ბას შეძ­ლე­ბენ, იქ­ნებ წა­ვიყ­ვა­ნოთ და ვუმ­კურ­ნა­ლოთ…

ამ ეტაპ­ზე სა­ა­ვად­მყო­ფო­ში დაწ­ვე­ნა სა­ჭი­რო არ არის, მაგ­რამ მისი ჯან­მრთე­ლო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რთუ­ლია, წი­ნას­წარ გან­სა­ზღვრო რო­დის რა დას­ჭირ­დე­ბა. დიდი მად­ლო­ბა ყვე­ლას ასე­თი ყუ­რა­დღე­ბის­თვის და ნი­კუ­შას მო­კი­თხვის­თვის!

დატოვე კომენტარი

გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი კომენტარი!
შეიყვანეთ თქვენი სახელი აქ