• სამ. აპრ 13th, 2021

(ფოტო)საზარელი შემთხვევა გორში,-სასულიერო პირმა მანქანით 6 წლის ბავშვი გაიტანა

გორში, სამების და ბაგრატიონის ქუჩის კვეთაზე 6 წლის ბავშვს, რომელიც ველოსიპედით მოძრაობდა ავტომობილი დაეჯახა.

თვითმხილველების განცხადებით, ავტომობილს მღვდელი კოზმა მართავდა, რომელიც ჯერ ბორდიულს, მოგვიანებით კი ბავშვს დაეჯახა.

მცირეწლოვანი სასწრაფომ კლინიკა “გორმედში” გადაიყვანა. ექიმის, ლევან კობახიძის განცხადებით, ბავშვის მდგომარეობა სტაბილურია და მის სიცოცხლეს საფეთხე არ ემუქრება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.