შეკვეთილის დენდროლოგიური პარკი 15 ივლისს ოფიციალურად გაიხსნება.

სოციალურ ქსელში ფოტოხელოვან ბადრი ვადაჭკორიას მიერ გადაღებული ფოტოები გავრცელდა.

დენდროლოგიური პარკის ბინადრების და იქ არსებული ვითარების დათვალიერებაა შესაძლებელი.

დენდროლოიგური პარკი ოზურგეთის რაიონში წვერმაღალასა და შეკვეთილის ტერიტორიაზე 60 ჰექტარზე, ზღვასა და მთას შორის არის გაშენებული.

როგორც სპეციალისტები ამბობენ, მსოფლიოში არსებულ შვიდ დენდროლოგიურ პარკს შორის მერვე, შეკვეთილის პარკი, ყველაზე მრავალფეროვანი და მასშტაბური იქნება.

აქ თავმოყრილია, არა მხოლოდ ქართული, არამედ სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოტანილი უნიკალური ჯიშის ხე-მცენარეები.

მსოფლიოს და საქართველოს სხვადასხვა ადგილიდან პარკში გადარგული ხეების გამო, დენდროლოგიური პარკის მშენებლობას დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი კომენტარი!
შეიყვანეთ თქვენი სახელი აქ