რა იყო 17 წლის გოგოს მხრიდან ჩვილის მკვლელობის მიზეზი, უცნობია, თუმცა როგორც მეზობლები ამბობენ, მან სახლის პირობებში იმშობიარა და ბავშვის თავიდან მოშორების მიზნის ჩვილი ფანჯრიდან გადააგდო .

“ველური საზოგადოება” და “ცხოვრება საშინელ რეალობაში” – ასე ეხმაურებიან სოციალური ქსელი მომხმარებლები უმძიმეს ფაქტს. საზოგადოება ფიქრობს, რომ მსგავსი ფაქტები უმეტესად მძიმე სოციალური ყოფისა და ოჯახების მხრიდან მიუღებლობის შედეგია.

“17 წლის გოგონას მოუკლეს ჩვილი.

იმიტომ, რომ მის იდიოტ მშობლებს თავი მოეჭრებოდა;

იმიტომ, რომ მისი ყვერი ძმა უბანში ვეღარ იბლატავებდა;

იმიტომ, რომ დეიდები, მამიდები, ბიცოლები, ბიძები შერცხვებოდნენ;

იმიტომ, რომ გოგონა ჯერ მხოლოდ 17 წლისაა და მომავალი წინ აქვს;

ან უბრალოდ იმიტომ, რომ ოჯახს ლუკმა პურის ფული არ აქვს..” – წერს ნუგზარ სულაშვილი ფეისბუქის გვერდზე.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი კომენტარი!
შეიყვანეთ თქვენი სახელი აქ