წყალტუბოში, “გალფი”-ს ბენზოგასამართ სადგურზე მომხმარებელს 100 ლარის ნაცვლად, ოპერატორმა 1000 ლარი ჩამოაჭრა.

მომხდარის შესახებ მარიამ მამულია თავად ყვება.

“მენეჯერი გვეუბნება, რომ სადგურზე ქეშად არ აქვთ მაგდენი, არასამუშაო საათებია და ორშაბათამდე ვერ დაგიბრუნებთო. თან კითხვაზე გადასცა თუ არა საკითხი, გვეუბნება: თქვენ არ გეხებათ სად დავაფიქსირე და სად არაო.

ეს ხო 20 და 30 ლარი არაა, 900 ლარია! იქნება როგორ მჭირდება, მე რატომ უნდა ვზარალდებოდე იმის გამო, რომ კომპანიას შეეშალა? შეცდომა ყველას მოსდის, მაგრამ კომპანიის დამოკიდებულებაშია აქ საქმე. თუ უკუგატარებას ვერ აკეთებ, ადექი და სხვა სადგურიდან, თუნდაც ქუთაისიდან მოიტანე ქეშად და მერე არკვიე შიგნით რა გაატარო და რა გამოატარო. რაში მაინტერესებს მე პროცედურები და არასამუშაო საათები, ჩემს 900 ლარს 2 დღით რა უფლებით მიკავებ ხო?,”-ამბობს მარიამ მამულია.

მისივე თქმით, პრობლემა მოგვიანებით, ხელმძღვანელი პირების ჩარევის შედეგად მოგვარდა.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი კომენტარი!
შეიყვანეთ თქვენი სახელი აქ