• სამ. აპრ 13th, 2021

ხაბიბის მომდევნო მეტოქე ცნობილია! UFC 249 სრულად!

დღეს გამთენიისას ფლორიდაში UFC 249 გაიმართა! მთავარი ბრძოლა ტონი ფერგიუსონსა და ჯასტინ გეიჯს შორის შედგა. ყველასთვის მოულოდნელად ჯასტინ გეიჯმა ტონი ნოკაუტით დაამარცხა და დროებითი ჩემპიონი გახდა! მან გამარჯვების შემდეგ თქვა რომ მისი მომდევნო მეტოქედ ხაბიბი სურს! ,,მე არ მჭირდება კონორთან შეხვედრა, მე ხაბიბი მჭირდება! როგორც დანა ვაითმა განაცხადა ფერგიუსონი ბრძოლის შემდეგ საავადმყოფოში გადაიყვანეს!

ასევე საინტერესო იყო ფრენსის ნგანუს და ჟაირზინიოს დაპირისპირება, სადაც ნგანუმ 20 წამში ნოკაუტით დაამარცხა ჟაირზინიო.

ენტონი პეტისი დონალდ სერონს დაუპირისპირდა და მსაჯების გადაწყვეტილებით გამარჯვებულად პეტისი გამოცხადდა.

ასეთი იყო UFC 249 გვყავს დროებითი ჩემპიონი-ჯასტინ გეიჯი. ვნახოთ როდის შედგება მისი და ხაბიბის ბრძოლა!

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.