აბსოლუტურმა საბრძოლო ჩემპიონატმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ ქალთა შორის ქვემსუბუქი (featherweight) წონითი დივიზონის ჩემპიონი ამანდა ნუნესი ტიტულს 6 ივნისს ფელიცია სპენსერის წინააღმდეგ დაიცავს.

აღნიშნული ბრძოლა ცრა მაისს იყო დაგეგმილი, თუმცა კორონავირუსის პანდემიის გამო ბრაზილიელმა ჩემპიონმა ბრძოლაზე უარი თქვა.

„იუ-ეფ-სი“ (UFC) ჯერჯერობით არ დაუსახელებია ლოკაცია, სადაც ნუნესისა და სპენსერის დაპირისპირება შედგება.

ამანდა ნუნესი (19-4) ორი დივიზიონის მოქმედი ჩემპიონია (featherweight და bantamweight). ბრაზილიელმა ბოლო 10 ბრძოლა გამარჯვებით დაასრულა. კრის საიბორგის დამარცხების შემდეგ, ნუნესი სპენსერის წინააღმდეგ ამ წონით დივიზიონში 2018 წლის დეკემბრის შემდეგ ტიტულს პირველად დაიცავს.

ფელიცია სპენსერს (8-1) აბსოლუტურ საბრძოლო ჩემპიონატში სულ სამი ბრძოლა აქვს გამართული და ორი დაპირისპირება მისი გამარჯვებით დასრულდა. ბოლო ბრძოლაში მან ზარა ფაირნი ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი კომენტარი!
შეიყვანეთ თქვენი სახელი აქ