ჯასტინ გეტჯის სჯერა, რომ 9 მაისს ტონი ფერგიუსონის დანოკაუტებას შეძლებს. UFC 249-ის მთავარი ბრძოლა სწორედ გეტჯისა და „ელ კუკუის“ შორის, მსუბუქი წონის დროებითი ტიტულისთვის შედგება.

„მე ვაპირებ, რომ ვიბრძოლო მანამდე, სანამ ტონის ნოკაუტში არ გავუშვებ, ან პირიქით. მე ყოველთვის ასეთი განწყობით შევდივარ ოქტაგონში. მე გამაჩნია ძალა, რომ ტონის შუქი გამოვურთო. ფერგიუსონი ბრწყინვალე მეტოქეა. მას 12 ბრძოლა აქვს ზედიზედ მოგებული, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ამჯერად გამარჯვება მე დამრჩება. მე მას დავანოკაუტებ“, – განაცხადა გეტჯიმ „BJPENN.COM-თან მიცემულ ინტერვიუში.

შეგახსენებთ, რომ გეტჯისა და ფერგიუსონს შორის გამარჯვებული, დიდი ალბათობით სექტემბერში ხაბიბ ნურმაგომედოვს დაუპირისპირდება.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი კომენტარი!
შეიყვანეთ თქვენი სახელი აქ