ლევან თედიაშვილი საქართველოს ერთ-ერთი გამორჩეული ფალავანია.იგი 1948 წლის 15მარტს დაიბადა.

ლევანიმ ჭიდაობა 14წლის ასაკში დაიწყო,საგარეჯოელი მწვრთნელის მეკოკიშვილის მეშვეობოთ რომელმაც მასში ნიჭი დაინახა და თავისუფალი ჭიდაობის სექციაში ჩაწერა.

მის ერთ-ერთ შეხვედრას ქართული სპორტის ლეგენდა ვახტანგ ბალავაძე აკვირდებოდა და მისი გადაწყვეტილებით ლევანი თბილისში წამოიყვანა ჭიდაობის გასაგრძელებლად.სწორედ აქედან იწყება მისი კარიერა.

კარიერის განმავლობაში ლევან თედეიშვილმა 700მდე ოფიციალური შეხვედრა გამართა,მათგან ნახევარი წმინდა გამარჯვებით მოიგო და მხოლოდ 2-ჯერ დამარცხდა.

1968-69 წლებში ლევან თედიაშვილმა ორჯერ ზედიზედ მოიგო საბჭოთა კავშირის ჩემპიონატი ახალგაზრდებს შორის; 1970 წელს ბერლინში ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზა, მაგრამ მხოლოდ მეექვსე ადგილს დასჯერდა. ერთი წლის შემდეგ კი ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა.

ასევე აღსანიშნავია ისიც რომ ლევანი მსოფლიოში ერთადერთი მოჭიდავეა, რომელმაც სამ სხვადასხვა წონით კატეგორიაში (82, 90 და 100) მოიპოვა უმაღლესი სპორტული ტიტული.

2008 წლიდან ფილას დიდების დარბაზის წევრია. სახელოვანი ფალავანი დაჯილდოებულია მრავალი ორდენით, მათ შორის: ოლიმპიური ორდენით, ვახტანგ გორგასლის, ღირსების და სხვ.

ლევან თედეიშვილმა 32წლის ასაკში დაასრულა მისი კარიერა

დატოვე კომენტარი

გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი კომენტარი!
შეიყვანეთ თქვენი სახელი აქ