მსოფლიოში დიდი პრობლემებია! სამყარო კორონავირუსს ებრძვის. ახლა სპორტის დრო არ არის! ჩვენ დროებით აღარ გვაქვს ფეხბურთი,კალათბურთი,ჩოგბურთი და ასე შემდეგ. რას ნიშნავს ეს ტერმინი: “ცხოვრება სპორტის გარეშე!” ეს ნიშნავს იმას რომ ცოტახნით ჩვენი სამყაროს გარეშე ვრჩებით! კორონამ ყველანაირად გვაზარალა, ჩვენი ქვეყანა ალბათ ყველაზე მეტად! ჩვენ 26 მარტს ხომ ასე ველოდებოდით,ჩვენ ამ თამაშით ვცხოვრობდით! მაგრამ კორონამ ეს თამაში 2 ივნისამდე გადაგვიწია.

ევროპული კლუბები ფინანსურად ცუდ დღეში არიან! მაგრამ ფინანსები მთავარი საფიქრალი არ არის. კორონამ მოახერხა და სპორტსმენებიც დააზარალა. დაინფიცირდა უამრავი სპორტსმენი, მწვრთნელი,პრეზიდენტი,ექიმი და ასე შემდეგ. კორონავირუსი ოფიციალურად დაუდგინდა კევინ დურანტს, მარკუს სმარტს,მიკელ არტეტას,პაოლო დიბალას, დონოვან მიჩელს,რუდი გობერს, ჰადსონ-ოდოის და კიდევ სხვებს. სპორტსმენები აქტიურად არიან ჩართულნი ქველმოქმედებაში. ისინი ეხმარებიან კლინიკებს,ხალხს,ბავშვებს და ზოგადად მსოფლიოს.

იხილეთ კორონავირუსით დაავადებულთა თერთმეტეული!⬇️

ქველმოქმედებაში ჩაერთვნენ!⬇️

ლეო მესი-1 მილიონი ევრო.   იგი ბარსელონას კლინიკებს და არგენტინის საავადმყოფოებს დაეხმარება

კრისტიანო რონალდუ-1 მილიონი.

როჯერ ფედერერი-1 მილიონი ფრანკი. იგი დაეხმარება შვეიცარიის კლინიკებს!

სტეფ კარი- სტეფი და მისი მეუღლე აიშა ბავშვებს დაეხმარებიან.პანდემიის პერიოდში სტეფი დაეხმარა არენის სტაფს ფინანსურად,გახსნა ფონდი ბავშვებისთვის,1 მილიონ დოლარზე მეტის საკვებით დაეხმარა სტუდენტებს,პარტნიორობს წამყვან ექიმებთან მსოფლიოს მაშტაბით, რათა ხალხს დაეხმაროს დეტალური ინფორმაცის მიიღებაში კორონა ვირუსზე.

ეს იმ სპორტსმენების არასრული ჩამონათვალია,ვინც ქველმოქმედებაში მიიღეს მონაწილეობა.

კორონავირუსმა ფეხბურთის მოყვარულებს წაგვართვა ევროტურნირები,და წაგვართვა ზაფხული! ევრო 2020 გადაიდო!                          კოპა ამერიკა 2020 გადაიდო!          ტოკიოს ოლიმპიადა გადაიდო!

კალათბურთის მოყვარულებს დროებით NBA წაგვართვა!

ჩოგბურთის სეზონი კი 2 ივნისამდე არ განახლდება!

მაგრამ სპორტის მოყვარულებო არ ინერვიულოთ! სპორტული სამყარო თავისი სიდიადით მალე დაგვიბრუნდება. ჩვენ დავამარცხებთ კორონას! მანამდე კი დარჩით სახლში!

დატოვე კომენტარი

გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი კომენტარი!
შეიყვანეთ თქვენი სახელი აქ