რამილ გაისინი:“საქართველოს დამარცხება შეგვიძლია“

რუსებს მოგების იმედი აქვთ…

რუსეთის ნაკრების ლიდერი რამილ გაისინი თვლის, რომ მათ თბილისში  საქართველოს ნაკრების დამარცხება შეუძლიათ.

„საქართველო – ძალიან სერიოზული მოწინააღმდეგეა, ფავორიტები რომ არიან ამას ზედმეტი ლაპარაკი არ უნდა. რაც მე რაგბს ვთამაშობ, ჯერჯერობით ყველა შეხვედრა გვაქვს წაგებული ქართველებთან. საჭიროა ფსიქოლოგიური განწყობა  და ისტორიის შეცვლა, ჩვენ საკმარისად ძლიერი ნაკრები გვყავს იმისთვის, რათა „ბორჯღალოსნები“ თბილისში დავამარცხოთ.

ბევრი ტრავმირებული გვყავს, მაგრამ ძალიან კარგი თაობა წამოვიდა ახალგაზრდული ნაკრებიდან. ნაკრების ხერხემალი უკვე ჩამოყალიბდა, ასე რომ მთავარია განწყობა და მონდომება“ – განაცხადა გაისინმა „ტასთან“ ინტერვიუში.

შეგახსენებთ, რომ საქართველო – რუსეთის დაპირისპირება 14 მარტს, თბილისში ‘მიხეილ მესხის სტადიონზე“ გამიმართება. მატჩი 16:00 საათზე დაიწყება.

 

წყარო: silksport.ge

დატოვე კომენტარი

გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი კომენტარი!
შეიყვანეთ თქვენი სახელი აქ