გოგა ბითაძემ და ინდიანა პეისერსმა გასვლით თამაშში მინესოტას ტიმბერვოლვესი ანგარიშით 114:116 დაამარცხეს!

ამ გამარჯვებაში მცირედი, თუმცა თავისი წვლილი გოგამაც შეიტანა, მან პარკეტზე სულ ათი წუთი დაჰყო, რა დროშიც 5 ქულა და 1 მოხსნა მიითვალა.

მატჩში პეისერსის მხრიდან საუკეთესო ვორენი გახლდათ, რომელმაც 34 წუთში თავი 28 ქულას მოუყარა, ხუთჯერ მოხსნა ბურთი და ორი ასისტიც მიითვალა, ხოლო მგლების მხრიდან საუკეთესო კარლ-ენტონი თაუნსი გახლდათ, რომელმაც 28 წუთში 27 ქულა, 5 მოხსნა და 1 ასისტი მიითვალა.

 

დატოვე კომენტარი

გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი კომენტარი!
შეიყვანეთ თქვენი სახელი აქ