აპრილი 18, 2024

 

 

 

დღეს 14 იანვარს საქართველოს წყალბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ევროპირველობის ჯგუფურ ეტაპზე  პირველი შეხვედრა გამართა,საკმაოდ სერიოზულ მეტოქე საფრანგეთის წინაამღდეგ.

შეგახსენებთ რომ აქამდე საქართველოს ნაკრებს არცერთი შეხვედრა არ ჰქონდა მოგებული საფრანგეთთან.

მატჩი ქართველებმა წყალბურთელებმა კარგად დაიწყეს ,ბარალდისა და ბიტაძის გოლებით დავწინაურდით, თუმცა  ფრანგებმა პირველი მეოთხედის ბოლოს, თავად მოახერხეს დაწინაურება.  საბოლოოდ მატჩის პირველი ტაიმი ფრედ 5-5 დამთავრდა,

მეორე ტაიმში კი ქართველი წყალბურთელების გამრჯეობით,მატჩის მიწურულს გარდამტეხი უპირატესობა მოვიპოვეთ.

ქართველთაგან 3 გოლითა და ორივე გუნდში საუკეთესოობით გამოირჩა ბორის ვანპესკი.

ფრანგთაგან კი 17 წლის ტომას ვერნო.

შემდეგ მატჩს საქართველოს ნაკრები საბერძნეთთან 16 იანვარს გამართავს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *