• სექტემბერი 19, 2021 5:48 pm

ბაბუნაძე “დინამოში” დაბრუნდა

თბილისის “დინამოს” საკუთრებაშ მყოფი 21 წლის შემტევი თამაზ ბაბუნაძე მშობლიურ კლუბს დაუბრუნდა. როგორც მოგეხსენებათ, ახალგაზრდა ფეხბურთელი სხვადასხვა დროს იჯარის წესით “შევარდენში”, “სიონსა” და თბილისის “მერანში” ასპარეზობდა.

ფეხბურთელმა პირად საუბარში დაგვიდასტურა, რომ ის დედაქალაქური კლუბის შემადგენლობაში სეზონის ბოლომდე იასპარეზებს. საერთო ჯამში, ბაბუნაძემ “დინამოს” მთავარი გუნდის მაისური 8 შეხვედრაში მოირგო, სადაც თავი ერთი გატანილი გოლით გამოიჩინა. მიმდინარე სეზონში ბაბუნაძემ თბილისის “მერანის” შემადგენლობაში ერთი გოლის გატანა შეძლო.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.