• ხუთ. აგვ 5th, 2021

“არსენალს” ლოკატელის გაფორმება სურს

ლონდონის “არსენალი” ახალი სეზონისთვის ფეხბურთელების ძიებას განაგრძობს. მეთოფეების რადარზე იტალიის ნაკრებისა და “სასუოლოს” ცენტრალური ნახევარმცველი, მანუელ ლოკატელი მოხვდა, რომელმაც აწ უკვე დასრულებული ევროპის ჩემპიონატი მშვენივრად ჩაატარა და მსურველთა რიგიც დაუდგა.

“არსენალის” ხელმძღვანელობას ჯერ-ჯერობით იტალიური მხარისთვის ოფიციალური წინადადებით არ მიუმართავს, თუმცა ბრიტანელებს ის ფაქტი აფრთხობთ, რომ თავად ფეხბურთელის სიმპათიები ტურინის “იუვენტუსისკენაა” მიმართული. მოგეხსენებათ, იტალიური გრანდიც აქტიურადაა დაინტერესებული ლოკატელის ტრანსფერით.

მანუელ ლოკატელიმ გასულ ევროპის ჩემპიონატზე ხუთ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, სადაც ორი გოლის გატანა მოახერხა.

One thought on ““არსენალს” ლოკატელის გაფორმება სურს”

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.