• კვი. აპრ 11th, 2021

გიორგი შერმადინმა ჩემპიონთა ლიგაზე ტად მაკფადენი დაამარცხა

საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგაზე გიორგი შერმადინის,,ტენერიფემ” რად მაკფადენის ,,სან პაბლო ბურგოსი” 89:60 გაანადგურა.

ესპანურ გუნდების დაპირისპირებაში შერმადინმა 19:44 წუთი ითამაშა.
ქართველმა ცენტრმა ამ დროის განმავლობაში 14 ქულა, 7 მოხსნა და 2 პასი მიითვალა.

ტად მაკფადენს კი ცუდი შეხვედრა ჰქონდა.
საქართველოს ნაკრების გამთამაშებელმა 11:44 წუთში, მხოლოდ 2 ქულა და 1 პასი დააგროვა.

ამ შედეგის გათვალისწინებით
,,ტენერიფე” ჩემპიონთა ლიგის ფლეი-ოფში პირველი ადგილით გავიდა.
,,სან პაბლო ბურგოსმა” კი ჯგუფში მე-2 პოზიცია დაიკავა და ფლეი-ოფის საგზური მოიპოვა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.