• ოთხ. აპრ 14th, 2021

,,ბაიერნმა” ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალის საგზური მოიპოვა

გოგონათა ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალში გერმანული კლუბი მიუნხენის ,,ბაიერნი” ითამაშებს.

ბავარიელებმა 1/4 ფინალური სერიის განმეორებით მატჩში შვედურ კლუბ ,,როსენგორდს” 1:0 სძლია.

შეხვედრის ერთადერთი გოლი 22-ე წუთზე ლეა შულერმა გაიტანა.

,,ბაიერნს” პირველი ორთაბრძოლა 3:0 ჰქონდა მოგებული.

მიუნხენის ,,ბაიერნი” ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალში ,,ჩელსის” შეხვდება.
ორმატჩიანი დუელის პირველი შეხვედრა 24 აპრილს, ხოლო განმეორებითი დაპირისპირება 1 მაისს, შედგება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.