• კვი. აპრ 11th, 2021

ვილი სანიოლი: ,,საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები კონცენტრირებულები არიან და ეს მათთან მუშაობას მიადვილებს”

მსოფლიოს 2022 წლის შესარჩევ ტურნირზე ესპანეთთან გასამართ მატჩისწინა პრესკონფერენციაზე საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლიმ შვედეთთან განვლილ მატჩზე და ესპანეთთან მომავალ ორთაბრძოლაზე ისაუბრა.

ქართველთა თავკაცი აცხადებს, რომ ხვიჩა კვარაცხელია მისი სურვილით თავის ტკივილის გამო შეცვალეს. იგი მომავალი შეხვედრებისთვის სრული დატვირთვით ემზადება.

ჟორჟ მიქაუტაძემ კი კუნთის ტრავმა მიიღო და უახლოეს შეხვედრებში ვეღარ დაგვეხმარება.

ვილი სანიოლი: ,,ხვიჩა კვარაცხელიამ შვედებთან შეხვედრა სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო, მაგრამ პირველი ტაიმის მიმდინარეობისას თავი ატკივდა და მისივე თხოვნით გადავწყვიტეთ, რომ მეორე ნახევარი არ ეთამაშა.

ახლა ის სრული დატვირთით ვარჯიშობს და მომავალ შეხვედრებში სათამაშოდ მზადაა.

რაც შეეხება ჟორჟ მიქაუტაძეს, მან სამწუხაროდ, კუნთის ტრავმა მიიღო და უახლოეს, შეხვედრებში ვერ დაგვეხმარება.

ჯაბა კანკავას შეცვლის გადაწყვეტილება თამაშიდან გამომდინარე მივიღეთ.
ბურთის მეტი კონტროლი გვჭირდებოდა. ეს ტაქტიკური გადაწყვეტილება იყო.
ახლაწვეულებმა, ჩაბრაძემ და
გურამ გიორბელიძემ შვედეთთან შეხვედრა კარგად ჩაატარეს. მათ ჩვენს დავალებას თავი წარმატებით გაართვეს და ეროვნულ ნაკრებში მათი დებიუტით კმაყოფილი ვარ.

შვედეთის შემდეგ განვაცხადე, რომ ჩვენი გუნდით ამაყი ვიყავი და დღესაც იგივეს გავიმეორებ.

ფეხბურთელები კონცენტრირებულები არიან და ეს მათთან მუშაობას მიადვილებს. შვედეთთან გუნდმა კარგი დისციპლინა აჩვენა და მომდევნო შეხვედრაში ესპანეთთანაც
იგივეს ველოდები.

ესპანელებმა საბერძნეთთან პირველ ტურში ქულები დაკარგეს და საქართველოს წინააღმდეგ
ძალიან მოტოვირებულნი იქნებიან.

ესპანეთთან საბერძნეთი თავს კარგად იცავდა და საბოლოოდ, ეს შედეგშიც აისახა.
ბურთის ფლობა ლუის ენრიკეს გუბდის სასარგებლოდ, 80/20-ზე იყო.
ესპანეთმა მოსაგებად ყველაფერი გააკეთა. ხვალ მათთან ძალიან რთული შეხვედრა გველოდება.” – აცხადებს საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი.

საქართველოსა და ესპანეთის მატჩი 28 მარტს, თბილისის ,,დინამო არენაზე” შედგება.

მატჩი 20:00 საათზე დაიწყება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.