აპრილი 17, 2024

მოსკოვის “სპარტაკის” ყოფილმა შემტევმა, ჯანო ანანიძემ თავის მომავალთან დაკავშირებით საკმაოდ საინტერესო განცხადება გააკეთა.

“უკვე ორი კვირაა, რაც დინამოსთან ერთად ვვარჯიშობ. მსურს ზედმეტი წონის მოშორება, ფორმაში ჩადგომა და მოედანზე დაბრუნება.

შემოთავაზებები იყო თურქეთიდან, ყაზახეთიდან და არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან, თუმცა ჯერჯერობით წასვლა არსად მსურს.

ბათუმელებთან ყოფნით ვარ მოხარული და მათთან არც კონტრაქტის გაფორმებაზე ვიტყვი უარს. საბოლოო გადაწყვეტილებას კლუბი იღებს.

ჩემი მთავარი მიზანი ამ დროისთვის მოედანზე რაც შეიძლება მალე დაბრუნებაა და რეალიდან თუ არ დამირეკავენ, დინამოში დიდი სიამოვნებით დავრჩები”, – იხუმრა ქართველმა ვინგერმა.

შეგახსენებთ, რომ გასული წლის სექტემბრიდან, ანუ ვოლგოგრადის “როტორთან” კონტრაქტის გაწყვეტის შემდეგ, “სპარტაკის” ყოფილი გარემარბი არის უგუნდოდ. – ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს goal.ge

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *