• სამ. აპრ 13th, 2021

ლეგიონერების დღე: კვარაცხელიას “რუბინმა” ლიდერი დაამარცხა

რუსეთი – რუსეთის პრემიერლიგის 21-ე ტურში ხვიჩა კვარაცხელიას “რუბინმა” ლიდერ “ზენიტს” 2-1 სძლია. ხვიჩამ ყაზანელთა რიგებში სრულად ითამაშა, მისი გუნდი კი, 34 ქულით მე-8 პოზიციაზეა. აღსანიშნავია, რომ “რუბინმა” სეზონის განახლების შემდეგ ზედიზედ ორი გამარჯვება მოიპოვა, ჯერ მოსკოვის “სპარტაკთან”, ახალი კი “ზენიტთან”.

მოსკოვის “ლოკომოტივთან” უშანსოდ დამარცხდა გია გრიგალავას “არსენალი”. ტულელები “ლოკომოტივთან” 3-0 დამარცხდნენ. ქართველმა მცველმა სრულად ითამაშა, მისი გუნდი კი, 14 ქულით ბოლოსწინა ადგილზეა.

თურქეთი – თურქეთის სუპერლიგის მორიგ ტურში მტკივნეული მარცხი განიცადა ლევან შენგელიას “ქონიასპორმა”. ქართველის გუნდი “ფენერბაჰჩესთან” 3-0 დამარცხდა, რის შედეგადაც გუნდი 32 ქულით მე-12 ადგილზეა. განვლილ მატჩში ქართველმა გარემარბმა სრულად ითამაშა.

კვიპროსი – კვირპოსის ჩემპიონატის საჩემპიონო რბოლაში ლიმასოლის “აელ”-თან მატჩში ქულას დასჯერდა გიორგი პაპუნაშვილის “აპოლონი”. ქართველი ფეხბურთელი მინდორზე მე-80 წუთზე გამოჩნდა, “აპოლონი” კი 56 ქულით მე-3 ადგილზეა.

პოლონეთი – გიორგი მერებაშვილის გარეშე მოასპარეზე პლოცკის “ვისლამ” გასვლაზე 2-0 წააგო პოზნანის “ვარტასთან”. მერებაშვილის გუნდი 23 ქულით მე-13 პოზიციაზეა.

ალბანეთი – ალბანეთის სუპერლიგის 23-ე ტურში მათე ცინცაძის “კუკეში” ლიდერ “ვლაზნიას” დაუპირისპირდა და ფრეს დასჯერდა (0-0). ცინცაძემ მინდორზე 90 წუთი გაატარა და პირველი ტაიმის ბოლოს ყვითელი ბარათიც მიიღო. “კუკეში” 31 ქულით ცხრილის შუაში იმყოფება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.