• სექტემბერი 16, 2021 10:24 pm

ქალთა საერთაშორისო დღეს 8 მარტს გილოცავთ ქალბატონებო! – ზინედინ ზიდანი.

 

ლეგენდარული ზინედინ ზიდანი, თანამემამულე ჟურნალისტებთან საუბარში აცხადებდა, რომ დიდი მექალთანე არასოდეს ყოფილა, თუმცა ცხოვრებაში ჰქონია შემთხვევები, როცა მასთან სექსის მსურველი თაყვანისმცმლებისთვის, მოკლეხნიან ურთიერთობაზე უარი არ უთქვამს. 

ბიოგრაფიული ცნობები

ზინედინ იაზიდ ზიდანი — ფრანგი ყოფილი ფეხბურთელი და მწვრთნელი, მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი. 2016 წლიდან 2018 წლის ივნისამდე წრთვნიდა მადრიდის „რეალს“, რომელსაც სამჯერ ზედიზედ უეფა-ს ჩემპიონთა ლიგა მოაგებინა.

ის ათი წლის მანძილზე იყო მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი — მასში 2001 წელს რეალ მადრიდმა იუვენტუსს 69 მილიონი ამერიკული დოლარი გადაუხადა.

1999 წელს Placar-ის ვერსიით XX საუკუნის 100 საუკეთესო ფეხბურთელს შორის 92-ე ადგილზე დასახელდა.

ადრეული წლები

ზინედინ ზიდანი წარმოშობით ალჟირელია. დაიბადა მარსელში, ყველაზე ღარიბ უბანში — კასტელანში, სადაც, როგორც წესი, ფანჯრები რკინის გისოსებით იყო ამოყვანილი, ხოლო ბავშვები ბეტონის ასფალტზე თამაშობდნენ ფეხბურთს. მისი მშობლები ისმაელი და მალიკა — ალჟირის მკვიდრები იყვნენ. მამა მუშაობდა უნივერმაღში დამფასოებლად. ზიდანის ბავშვობამ მარსელის ერთ პატარა ბინაში გაიარა. მის გარდა ოჯახში კიდევ ოთხი ბავშვი იყო: და — ლილა, ძმები — ჯამელი, ფარიდი და ნურიედი. მისი ბურთის ფუნქციას ხშირად ასრულებდა პლასტიკური ბოთლი. მას აგრეთვე გართობის სხვა წყაროებიც ჰქონდა, ისეთი როგორიცაა ველოსიპედი და ძიუდო.

მიუხედავად ყველაფრისა ზინედინ ზიდანის მთავარი ლტოლვა მაინც ფეხბურთისკენ იყო მიპყრობილი. მაშინ მას მხოლოდ ერთი რამ უნდოდა, მოეტყუებინა ყველა, ვინც კი მას გზაზე გადაეღობებოდა.

კანი

14 წლის ასაკში ზიდანმა თავისი თამაშით მიიპყრო საფეხბურთო კლუბ კანის სელექციონერების ყურადღება. ერთკვირიანი დაკვირვების შემდეგ, მისი მშობლები დაარწმუნეს იმაში, რომ ბავშვი კანის ბავშთა გუნდში გაეშვათ. 2 წლის შემდეგ, 1989 წლის 20 მაისს, მაშინ როდესაც ზიდანი ჯერ კიდევ არ იყო 17 წლის, შედგა მისი დებიუტი საფრანგეთის ეროვნულ ჩემპიონატში. ეს მოხდა ბოჟუარის სახელობის სტადიონზე ნანტთან თამაშის დროს. იმ დროისთვის კანის მწვრთნელი იყო ლუის ფერნანდესი.

იმ დროისთვის ზიდანი 800 ფრანკს იღებდა ხელფასის სახით.

იუვენტუსი

1992 წელს ზინედინ ზიდანი გადადის ბორდოში, ხოლო ევროპის 96 წლის ჩემპიონატის შემდეგ იუვენტუსში.

რეალ მადრიდი

2001 წლის 9 ივლისი, რეალ მადრიდის ფანებისათვის ერთ-ერთი ღირსშესანიშნავი დღე. ამ დღეს რეალის საპატიო პრეზიდენტმა ალფრედო დი სტეფანომ ჟურნალისტების თანდასწრებით ზინედინ ზიდანს გადასცა 5 ნომრიანი მაისური.

ზიდანის გადასვლის შემდეგ კლუბში ისეთმა ვარსკლავებმა მოიყარეს თავი, როგორებიც არიან — რაულ გონსალესილუიშ ფიგურონალდოდეივიდ ბეკჰემირობერტო კარლოსი.

შემდეგი წლები ზიდანი რეალ მადრიდთან ერთან შესანიშნავად თამაშობდა, 2003 წელს ის ესპანეთის ჩემპიონი ხდება. შემდეგ მადრიდის კლუბის ჩავარდის დროება იწყება,რაც ერთი მხრივ გამოწვეული იყო კლუბის პრეზიდენტის, ფლორენტინო პერესის, შეცდომით, მან მწვრთნელი დელ ბოსკე დაითხოვა და გუნდიდან ყველანაირი ახსნა-განმარტების სანაცვლოდ გაუშვა კლუბის იმ დროინდელი კაპიტანი ფერნანდო იერო.

ეროვნული ნაკრები

1994 წლის 14 აგვისტოს შედგა ზიდანის დებიუტი ეროვნულ ნაკრებში, მაშინ ის შეცვლაზე შემოვიდა, საფრანგეთი ჩეხეთის ნაკრებს ეთამაშებოდა, ანგარიში 0-2 იყო ჩეხების სასარგებლოდ, ხოლო თამაშის დასრულებამდე 5 წუთი რჩებოდა, როდესაც ზიდანმა თავისი ცნობილი ცაციათი ჯერ ერთი, ხოლო ორ წუთში, თავით, მეორე გოლი გაუტანა ჩეხებს და თავის გუნდს ფრე მოუტანა.

2002 წლის მსოფლიო ჩემპიონატი ზიდანისა და კომპანიისთვის კრახით სრულდება, მაშინ ზიდანმა გადაწყვიტა წასულიყო ნაკრებიდან, მაგრამ საბოლოოდ ის დაუბრუნდა ნაკრებს.

2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ზიდანი 34 წლის იყო. ეს ბოლო თამაში იყო ზინედინ ზიდანის კარიერაში. საფრანგეთის ნაკრებმა ის ფინალი თერთმეტრმეტრიანებში დათმო.

ზიდანი ფიფა-მ სამჯერ დაასახელა მსოფლიოს წლის ფეხბურთელად, ხოლო 1998 წელს France Football-მა ოქროს ბურთიც გადასცა.

(წყარო – ვიკიპედია)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.