• კვი. აპრ 11th, 2021

რეკორდსმენი ირაკლი ტუღუში მშობლებს ურჩევს, შვილებს შეასწავლონ აღმოსავლური ორთაბრძოლა!

რეკორდსმენი ირაკლი ტუღუში მშობლებს ურჩევს, შვილებს შეასწავლონ აღმოსავლური ორთაბრძოლა!

ირაკლი ტუღუში – გურიის რეგიონის ტაე კვონდოს ფედერაციის პრეზიდენტი  (შავი ქამარი მესამე დანი).  გინესის მსოფლიო რეკორდსმენი (2004წ), მსოფლიოს მასშტაბით 90-მდე ფედერაციის, ასოციაციის და ორგანიზაციის წევრი და წარმომადგენელი საქართველოში. აღმოსავლურ ორთაბრძოლებში 50 სხვადასხვა სახეობაში შავი ქამრის მფლობელი 1-დან მე-9 დანის ჩათვლით.

 

,,არ ვმუშაობ ერთი მიმართულებით, ვფიქრობ ესაა ჩემი წარმატების საიდუმლო. ყველა ფედერაცია, ასოციაცია და ორგანიზაციასთან ვაბამ მეგობრულ ურთიერთობას, ვცდილობ საბრძოლო ხელოვნების ყველა სფერო განვავითარო.

ვარ ტაიკვანდოს მწვრთნელი (2000 წლიდან). მარტიდან ვხსნი 2 სხვა ჯგუფს კიოკუშინ კარატე და კემპო კარატე… ეს იქნება კერძო ჯგუფები. ჯერ-ჯერობით არ გვაქვს დაფინანსანსება,  მხოლოდ ტაე კვონდოში გვაქვს ფინანსური მხარდაჭერა (ოლიმპიური სახეობა). ასევე ვხსნი კარატეს თავდაცვის ჯგუფს. შევასწავლით საბრძოლო ხელოვნებას, რათა ქუჩაში ან სხვა ადგილას ადამიანებმა თავი დაიცვან ძალადობისგან (სქესის მიუხედავად).

გვაფინანსებს ოზურგეთის მერია. ოზურგეთის სპორტულ-გამაჯანსაღებელ საზოგადოებათა გაერთიანება, დირექტორი გელა შაფაქიძე.

1 წელია არ გვივარჯიშია, ამ კორონას გამო ვართ შეჩერებული. 15 მარტიდან იხსნება სპორტული დარბაზები და დავიწყებთ მუშაობას.

Marca.ge სთან საუბრის დასასრულს ირაკლი ტუღუში მიმართავს ყველა მშობელს – ყველა მშობელს ვურჩევ შეიყვანონ ბავშვები სპორტის ამ სახეობაში, ეს აღმოსავლური ორთაბრძოლა ისეთი სფეროა სადაც ერთობლივად მუშაობს ფილოსოფია, მორალი, ფსიქოლოგია, აღმზრდელობა. რასაც სენსეი  ( პატივცემული მასწავლებელი) ასწავლის.

 

ირაკლი ტუღუში აცხადებს რომ მიზანია ქართველმა ძლიერმა სპორტსმენებმა მიიღონ მონაწილეობა საერთაშორისო, ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატებში, ამისათვის ფინანსური მხარდაჭერაა საჭირო.

ასევე მიზანია ოზურგეთში ჩატარდეს საერთაშორისო ტურნირები, სადაც მონაწილეობას მიიღებს სხვადასხვა ქვეყნის სპორტსმენები და დაკავდებიან ცხოვრების ჯანსაღი წესით.

მოგვდის მოწვევები. მონაწილეობის პრობლემა არ გვაქვს, მთავარი ფინანსური მხარდაჭერაა!

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.