• კვი. აპრ 11th, 2021

ტამპლიერების – უძველესი კავალერიის გერბი და საქართველოს დროშის კავშირი

საინტერესოა, თუ რა კავშირშია ტამპლიერების გერბსა და ქართული დროშას შორის – ფოტო იტალიიდან ემიგრანტმა გ. გრძელიძემ მოგვაწოდა.
ვინ იყვნენ ტამპლიერები?!
ქრისტესა და სოლომონის ტაძრის ღატაკი რაინდები (ლათ. Pauperes commilitones Christi Templique Solomonici), აგრეთვე ცნობილი როგორც ტამპლიერები (ფრანგ. Templiers — მეტაძრეები) ან ტამპლიერთა ორდენი (ფრანგ. Ordre du Temple) — ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სამხედრო ორდენი დასავლეთ ევროპაში არსებულ სამხედრო-რელიგიურ ორდენებს შორის.[4] ორგანიზაცია არსებობდა ორი საუკუნის მანძილზე შუა საუკუნეებში (XII-XIV სს.).
კათოლიკური რაინდული ორდენის წევრები შუა საუკუნეებში. ორდენი დააარსეს ფრანგმა რაინდებმა იერუსალიმში I ჯვაროსნული ლაშქრობის შემდეგ (დაახლ. 1118-19). ორდენის მიზანი იყო სალოცავად მიმავალთა დაცვა და პალესტინასა და სირიაში ჯვაროსანთა სახელმწიფოების განმტკიცება-გაფართოება. ტამპლიერები ეწოდათ ორდენის დამაარსებელთა თავდაპირველი რეზიდენციის სახელწოდების მიხედვით. ეს რეზიდენცია იმყოფებოდა ეკლესიის მახლობლად, რომელიც გადმოცემით სოლომონის ტაძრის ადგილას იყო აგებული. ტამპლიერები ატარებდნენ თეთრ მოსასხამს, რომელზედაც წითელი ჯვარი ჰქონდათ გამოსახული. 1128 წელს შემუშავებული წესდებით (დაამტკიცა პაპმა ჰონორიუს II-მ) ორდენი მკაცრ ცენტრალიზებულ ორგანიზაციად ჩამოყალიბდა. 1139 წელს პაპმა ინოკენტი II-მ ტამპლიერებს დიდი პრივილეგიები უბოძა. ტამპლიერები აქტიურად მონაწილეობდნენ XII-XIII სს ჯვაროსნულ ლაშქრობებში, ორდენი თანდათანობით მდიდრდებოდა და მძლავრი პოლიტიკური ძალა ხდებოდა, ახლო აღმოსავლეთსა და ევროპაში ტამლიერების ორდენი უდიდესი ფეოდების მფლობელი გახდა. ორდენის გამდიდრების წყაროს ვაჭრობა, უმთავრესად მევახშეობა, წარმოადგენდა. ტამპლიერთა სახლი პარიზში ფართო საბანკო ოპერაციების ცენტრი ხდება. 1291-დან ტამპლიერები ჯერ კვიპროსზე, მერე კი ევროპაში, ძირითადად საფრანგეთში დამკვიდრდნენ. XIV საუკუნის დამდეგს საფრანგეთის მეფე ფილიპ IV ლამაზი იწყებს ორდენის წინააღმდეგ ბრძოლას. ტამპლიერებს ბრალი დასდეს მწვალებლობაში და მრავალ სხვა მანკიერებაში და 1307 წლის 13 ოქტომბერს ორდენის თითქმის ყველა წევრი დააპატიმრეს. 1310 წელს ორდენის დიდი მაგისტროსი ჟაკ დე მოლი და ყველა ტამპლიერი დაწვეს. ორდენის ქონებას სამეფო ხაზინამ კონფისკაცია უყო, ხოლო ავინიონის პაპმა კლემენტ V-მ 1312 წელს ორდენი საბოლოოდ გააუქმა.
(ინფორმაციის წყარო ტამპლიერების შესახებ – google)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.