ანორთოსისის ქართველი ნახევარმცველი თორნიკე ოქრიაშვილი, რომელიც საქართველოს ნაკრებიდან კვიპროსში ტრავმით დაბრუნდა, თამაშს დაახლოებით კიდევ 20 დღე ვერ შეძლებს. არადა, თავდაპირველი ვარაუდით, ფეხბურთელი მოედანზე უფრო სწრაფად უნდა დაბრუნებულიყო.

კვიპროსული მედიის ცნობით, 28 წლის ქართველმა ფეხბურთელმა, რომელსაც მუხლი აწუხებს, კიდევ ერთი სამედიცინო გამოკვლევა ჩაიტარა და აღმოჩნდა, რომ თავის გუნდს უახლოეს მნიშვნელოვან შეხვედრებში დააკლდება.

თორნიკე ოქრიაშვილი ნოემბრის მატჩებისთვის საქართველოს ეროვნულ ნაკრებში იყო გამოძახებული, მაგრამ ნახევარმცველმა მხოლოდ ევროპის ჩემპიონატის პლეი ოფის ფინალში, ჩრდილოეთ მაკედონიასთან (0:1) ითამაშა, სომხეთსა და ესტონეთთან ერთა ლიგის შეხვედრებში კი მონაწილეობა აღარ მიუღია.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი კომენტარი!
შეიყვანეთ თქვენი სახელი აქ