წყალბურთში მსოფლიო ლიგის მატჩს საქართველოს ეროვნული ნაკრები საბერძნეთის წინააღმდეგ გამართავს.

რევაზ ჩომახიძის გუნდი საბერძნეთის ძლიერ ნაკრებს თბილისის საწყლოსნო კომპლექს „ოლიმპიკზე“ უმასპინძლებს.

ჩვენს ეროვნულ გუნდში თავის გამოჩენის საშუალება რამდენიმე ახალგაზრდა წყალბურთელს მიეცემა, ხოლო ვატო დადვანს ნაკრებში დებიუტი ექნება.

ტრავმის გამო გუნდს ანდრია ბითაძე ვერ დაეხმარება.

საქართველო-საბერძნეთის მატჩი დღეს, 19:00 საათზე დაიწყება და პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

წყარო: 1TV.ge

დატოვე კომენტარი

გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი კომენტარი!
შეიყვანეთ თქვენი სახელი აქ