• პარ. აგვ 6th, 2021

დღეს, თბილისის ,,დინამო” ჩემპიონთა ლიგაზე ერთ-ერთ გადამწყვეტ შეხვედრას ჩაატარებს

თბილისის ,,დინამოს” წყალბურთელთა გუნდს ჩემპიონთა ლიგაზე გადამწყვეტი მატჩები ელის.

დღეს, საქართველოს ჩემპიონები ერთ-ერთ კონკურენტ მონტენეგროს კლუბ ,,იადრანს” დაუპირისპირდებიან.

ამ გუნდებს ჩემპიონთა ლიგაზე 3-3 ქულა გააჩნიათ და სატურნირი ცხრილში V-VI ადგიკებს იყოფენ.
ფლეი-ოფში კი 4 გუნდი გადის.

აქედან გამომდონარე დღეს გამარჯვებული გუნდი 1/4 ფინალში გასვლის შანსს შეინარჩუნებს.

,,დინამოსა” და ,,იადრანის” პირველი წრის დაპირისპირება ქართული გუნდის გამარჯვებით 11:8 დასრულდა.

დღესვე ჩვენს ჯგუფში კიდევ 2 მატჩი შედგება.

ამ ეტაპის მასპინძელი
,,ფერენცვაროში” გერმანულ ,,ჰანოვერს” დაუპირისპირდება.
ესპანური
,,ბარსელონეტა” კი ურთიერთობას იტალიურ ,,ბრეშასთან” გაარკვევს.

,,ჰანოვერი” ,,დინამოს” უშუალო კონკურენტია და მათი წაგება თბილისურ გუნდს აწყობს.

ესეც დარჩენილი მატჩების კალენდარი:

20 აპრილი
,,ფერენცვაროში” : ,,ჰანოვერი”
,,დინამო” : ,,იადრანი”
,,ბარსელონეტა” : ,,ბრეშა”

21 აპრილი
,,დინამო” : ,,ჰანოვერი”
,,ბარსელონეტა” : ,,ფერენცვაროში”
,,იადრანი” : ,,ჰანოვერი”

22 აპრილი
,,დინამო” :  ,,ფერენცვაროში”
,,ბარსელონეტა” : ,,იადრანი”
,,ჰანოვერი” : ,,ბრეშა”

სატურნირი ცხრილი:
1. ,,ბარსელონეტა” 18
2. ,,ბრეშა” 18
3.,,ფერენცვაროში” 15
4. ,,ჰანოვერი” 6
5. ,,იადრანი” 3
6. ,,დინამო” 3

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.