• ნოემბერი 29, 2021 7:54 pm

ჯგუფური გაუპატიურება, ბულინგი და უმძიმესი ცხოვრება

 

პეიჯ ვან­ზან­ტი – ორ­თაბ­რძო­ლე­ბის სამ­ყა­რო­ში ყვე­ლა­ზე ლა­მაზ მებ­რძოლ გო­გო­ნა­დაა აღი­ა­რე­ბუ­ლი. UFC-ში (Ultimate Fighting Championship) მან 6 წელი იბ­რძო­ლა და სპორ­ტუ­ლი მიღ­წე­ვე­ბის გარ­და, გულ­შე­მატ­კივ­რის გული შთამ­ბეჭ­და­ვი გა­რეგ­ნო­ბი­თაც დაი­პყრო. სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ ის იბ­რძვის შიშ­ვე­ლი ხე­ლე­ბით და იმა­ზე მეტი შე­მო­სა­ვა­ლი აქვს, ვიდ­რე ბევრ სხვას UFC-ში. ბევ­რი ფიქ­რობს, პე­ი­ჯის ად­გი­ლი არ არის შიშ­ვე­ლი მუშ­ტე­ბით ბრძო­ლის არე­ნა­ზე, თუმ­ცა ის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოს ამ­ტკი­ცებს. მარ­თა­ლია, თა­ვის დრო­ზე, პირ­ველ ბრძო­ლა­ში და­მარ­ცხდა, თუმ­ცა არ და­ნებ­და, ხა­სი­ა­თის სიმ­ტკი­ცე და სი­მა­მა­ცე გა­მო­ავ­ლი­ნა.

 

პე­ი­ჯის ცხოვ­რე­ბა ურ­თუ­ლე­სი იყო, მას მო­უ­წია გა­და­ე­ტა­ნა გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბა, უსას­ტი­კე­სი და­ცინ­ვა,

ბუ­ლინ­გი, მაგ­რამ სა­ბო­ლო­ოდ, რო­გორც თვი­თონ­ვე ამ­ბობს, ყვე­ლა­ფე­რი ხა­სი­ა­თის სიმ­ტკი­ცი­სა და რე­ლი­გი­ის წყა­ლო­ბით გა­და­ლა­ხა. და­ქორ­წინ­და სპორ­ტსმენ­ზე, რო­მე­ლიც მის მსგავ­სად, მებ­რძო­ლია.

 

ბავ­შვო­ბა­ში პე­ი­ჯი საყ­ვა­რე­ლი, პო­ზი­ტი­უ­რი, გუ­ლან­თე­ბუ­ლი და ლაღი გო­გო­ნა იყო, რო­მე­ლიც ცეკ­ვა­ზე და­დი­ო­და და არას­დროს ფიქ­რობ­და შე­რე­ულ ორ­თაბ­რძო­ლებ­ზე. თუმ­ცა ზუს­ტად მისი გა­რეგ­ნო­ბა გახ­და ბუ­ლინ­გის მი­ზე­ზი. ბევ­რს შურ­და მისი, ამ­ცი­რებ­დნენ, ეს­როდ­ნენ ნა­გავს, უხევ­დნენ ჩან­თა­სა და წიგ­ნებს, სცემ­დნენ. პა­ტა­რა ვან­ზანტს არ შე­ეძ­ლო სა­კუ­თა­რი თა­ვის დაც­ვა და კლა­სე­ლე­ბის მხრი­დან ყვე­ლა­ნა­ი­რი დამ­ცი­რე­ბის მოთ­მე­ნა უწევ­და.

 

ვე­რას­დროს ხვდე­ბო­და, რა­ტომ ვერ იტან­დნენ – ამის გამო არ უყ­ვარ­და სკო­ლა­ში სი­ა­რუ­ლი. როცა 14 წლის იყო, კლა­სე­ლებ­მა წვე­უ­ლე­ბა­ზე მი­იწ­ვი­ეს. გო­გო­ნას გა­უ­ხარ­და, მაგ­რამ ამა­ოდ – იმ ღა­მეს მან ჯო­ჯო­ხე­თი გა­მო­ი­ა­რა და სახ­ლში სრუ­ლი­ად სხვა ადა­მი­ა­ნი დაბ­რუნ­და.

 

“მარ­ტო­სუ­ლად ვგრძნობ­დი თავს და მწყინ­და. იმ დღეს მხო­ლოდ ერთი რამ გა­ვი­ფიქ­რე, ვაუ, ძლივს ვი­ღა­ცებს, შე­საძ­ლოა, ჩემ­თან და­მე­გობ­რე­ბა სურთ-მეთ­ქი… მაგ­რამ ბი­ჭებ­მა, რომ­ლე­ბიც წვე­უ­ლე­ბა­ზე იყ­ვნენ, წრე შე­მო­მარ­ტყეს და ძა­ლა­დო­ბა და­ი­წყეს. როცა ვცდი­ლობ­დი, წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა გა­მე­წია, მცემ­დნენ. გონ­ზე ვი­ყა­ვი, მაგ­რამ ჩემი სხე­უ­ლი თით­ქოს მოკ­ვდა. ვხვდე­ბო­დი, რაც ხდე­ბო­და, მაგ­რამ არ შე­მეძ­ლო ამის შე­ჩე­რე­ბა. სხვა გზა არ მქონ­და, გარ­და მოთ­მე­ნი­სა და ლოც­ვი­სა, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი მალე დას­რუ­ლე­ბუ­ლი­ყო“, – ამ­ბობს ვან­ზან­ტი.

 

ბი­ჭებ­მა არა მხო­ლოდ გა­ა­უ­პა­ტი­უ­რეს პე­ი­ჯი, არა­მედ სკო­ლა­შიც გა­ავ­რცე­ლეს ხმე­ბი მომ­ხდა­რის შე­სა­ხებ. გო­გო­ნა კი­დევ უფრო გა­რი­ყეს: დას­ცი­ნოდ­ნენ და ბოზს ეძახ­დნენ. პე­ი­ჯ­მა გა­და­ტა­ნილ ტრა­გე­დი­ა­ზე მშობ­ლებ­საც არა­ფე­რი უთხრა… სუ­ი­ციდ­ზე ფიქ­რობ­და, თუმ­ცა სა­კუ­თარ თავ­ში ძალა გა­მო­ნა­ხა და “შავი ფიქ­რე­ბი” დაძ­ლია, რა­შიც დიდ­წი­ლად სპორ­ტი და­ეხ­მა­რა.

 

Sportall.Ge

 

როცა კლა­სე­ლე­ბის ბუ­ლინ­გი აუ­ტა­ნე­ლი გახ­და, მშობ­ლებ­მა UFC-ის ჩემ­პი­ო­ნის, კენ შემ­რო­კის დარ­ბაზ­ში შე­იყ­ვა­ნეს. პე­იჯს სი­ტუ­ა­ცია ძა­ლი­ან მო­ე­წო­ნა, ხოლო საყ­ვა­რე­ლი მო­ცეკ­ვა­ვე გო­გოს­გან მალე მებ­რძო­ლად გარ­და­იქ­მნა. გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბამ და და­ცინ­ვამ გო­გო­ნა ბევ­რად ძლი­ე­რი გა­ხა­და – მას ფო­ლა­დის ხა­სი­ა­თი ჩა­მო­უ­ყა­ლიბ­და.

 

“ვფიქ­რობ, ჩემი გა­რეგ­ნო­ბის გამო ვერ მი­ტან­დნენ. სკო­ლა ჩემი ცხოვ­რე­ბის ყვე­ლა­ზე რთუ­ლი პე­რი­ო­დია. ისე­თი სი­ტუ­ა­ცია იყო, იმ­დე­ნად მტკი­ო­და… უბ­რა­ლოდ, ამ დროს არ გინ­და მოკ­ვდე, გსურს, რომ ეს ტკი­ვი­ლი რო­გორ­მე აღარ შე­იგ­რძნო. სწო­რედ ასე­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის გამო კო­ლე­ჯში ადრე შე­ვე­დი. ახლა წარ­სულ­ში არა­ფერს შევ­ცვლი­დი. და­ცინ­ვამ უფრო ძლი­ე­რი და თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლი გამ­ხა­და”, – ამ­ბობს პე­ი­ჯი.

 

გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბის შე­სა­ხებ ვან­ზან­ტმა თა­ვის ავ­ტო­ბი­ოგ­რა­ფი­ულ წიგნ­ში და­წე­რა. სწო­რედ აქე­დან გა­ი­გეს მის­მა მშობ­ლებ­მაც. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ წიგ­ნის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბის შემ­დეგ სექ­სუ­ა­ლუ­რი ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლი გო­გო­ნე­ბი პე­იჯს სწე­რენ, ის კი მათ დიდი ენ­თუ­ზი­აზ­მით ეხ­მა­რე­ბა და რჩე­ვებს აძ­ლევს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.