• ოქტომბერი 26, 2021 12:20 pm

ESPN-მა ლიანა ჯოჯუა რუს მებრძოლად მონათლა – გიგა ჭიკაძე ამ ფაქტს ბრწყინვალედ გამოეხმაურა

UFC-ში ქართველმა მებრძოლებმა სახელი გაითქვეს და შეიძლება ითქვას, რომ ჩვენებურებს ალმაცერად ვეღარავინ უყურებს. გიგა ჭიკაძე, მერაბ დვალიშვილი, ილია თოფურია საჩემპიონო ქამარს უმიზნებენ და ამის ტალანტი ნამდვილად აქვთ.

მათ გარდა, UFC-ში კიდევ რამდენიმე ქართველია, მათ შორის არის ლიანა ჯოჯუაც, რომელიც ცნობილმა ამერიკულმა გამოცემა ESPN-მა უკვე რუს მებრძოლად მონათლა.

ESPN-ზე, ლიანა ჯოჯუას გვერდზე უკვე რუსეთის დროშას ვხვდებით და აქედან გამომდინარე, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ის საქართველოს სახელით ასპარეზობას აღარ გეგმავს, თუმცა ეს ოფიციალურად დადასტურებული ჯერ არ არის.
ამ ფაქტს გამოეხმაურა ერთ-ერთი საუკეთესო ქართველი მებრძოლი გიგა ჭიკაძე, რომელმაც სოციალურ ქსელში პატარა, თუმცა მრავლისმთქმელი პოსტი დაწერა.

“მხოლოდ შენ საქართველო????????✊????სიკვდილამდე!”, – წერს გიგა და უნდა ვივარაუდოთ, რომ ეს ფრაზა სწორედ ლიანას მისამართით არის გაშვებული.

543 thoughts on “ESPN-მა ლიანა ჯოჯუა რუს მებრძოლად მონათლა – გიგა ჭიკაძე ამ ფაქტს ბრწყინვალედ გამოეხმაურა”