• ოთხ. მაი 12th, 2021

რა თანხა გამოიმუშავეს მერაბ დვალიშვილმა და გიგა ჭიკაძემ მოგებით

მერაბ დვალიშვილმა და გიგა ჭიკაძემ, UFC-ში მორიგი ბრძოლების მოგება შეძლეს.

 

მერაბ დვალიშვილმა კოდი სტამანის დამარცხებით სულ 130 000 დოლარი გამოიმუშავა – 60 000 დოლარი გარანტირებული თანხა, 60 000 დოლარი მოგების ბონუსი, 10 000 დოლარი კი სპონსორისგან (მერაბის მეტოქემ, კოდი სტამანმა 45 000 დოლარი მიიღო).

 

რაც შეეხება გიგა ჭიკაძეს, 32 წლის მებრძოლმა ქაბ სვენსონთან მოგების შემდეგ 276 000 დოლარი მიიღო – 110 000 დოლარი გარანტირებული თანხა, 100 000 დოლარი მოგების ბონუსი, 50 000 დოლარი სანახაობის ბონუსი, 16 000 დოლარი კი სპონსორისგან (გიგას მეტოქემ, ქაბ სვენსონმა 85 000 დოლარი გამოიმუშავა).

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.