• ოთხ. მაი 12th, 2021

გიგა ჭიკაძემ კაფს ვოფსონი დაამარცხა

UFC on ESPN: Reyes vs. Procházka-ს ფარგლებში, ქართველი გიგა ჭიკაძე ლეგენდარულ ვეტერან კაფს ვოფსონს დაუპირისპირდა.

შეხვედრა მალევე დასრულდა – გიგამ ამერიკელი მოწინააღმდეგე პირველივე რაუნდში სასტიკად დაანოკაუტა.

ბრძოლის შემდეგ, გიგამ მაქს ჰოლოვეი და კელვინ კატარი გამოიწვია. ასევე, მან საქართველოს მთავრობას მიმართა და სთხოვა, რომ უფრო მეტად დააფასონ ქართველი მებრძოლები და შესაბამისი ყურადღება მიაქციონ.

დღეს თავისი მე-6 შეხვედრა მერაბ დვალიშვილმაც მოიგო.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.