• ოთხ. აპრ 14th, 2021

ცხოვრება მას მაინც პასუხს აგებინებს. ღმერთი ყველაფერს ხედავს და სამართლიანია. – გურამ ქუთათელაძე

,,გთხოვთ, დაანებეთ ამ არსებას თავი @paddythebaddy ნუ გაკიცხავთ და შეურაცხყოფთ მას, მის ქვეყანას და ხალხს. ის მიხვდა, რომ არასწორად მოიქცა, შეუფერებელი სიტყვები გამოიყენა და ამისთვის მოიბოდიშა. ის უბრალოდ გაუნათლებელი, არაცივილური და უღირსი ადამიანია, რომელიც ფიქრობს რომ ტვიტერის პოსტის წაშლით, სიტყვები უკან მიაქვს და აღარ არის საჭირო პასუხისმგებლობის აღება.
მე ან ჩემი ქართველი მებრძოლი ძმები თუ არა, ცხოვრება მას მაინც პასუხს აგებინებს. ღმერთი ყველაფერს ხედავს და სამართლიანია.P.S. ამასობაში გამოჩნდა ნამდვილი მოწინააღმდეგე. Stay tuned!”
გურამ ქუთათელაძის, UFC – მებრძოლის პოსტი.
შეგახსენებთ, გურამ ქუთათელაძის ეს პოსტი ეხება მასა და ბრიტანელ მებრძოლ პედი პიმბლეტს შორის არსებულ კონფლიქტს რომელიც სოც.ქსელით განვითარდა.
ბრიტანელმა პედი ჰიმბელტმა ქართველებს ყალბი რუსები უწოდა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.