• შაბ. ივლ 31st, 2021

“წარმოდგენა არ მქონდა ” – პედი პიმბლეტმა შეცდომა აღიარა და ქართველებს მოუბოდიშა

UFC-ში ახლადგადასულმა ბრიტანელმა მებრძოლმა, მას შემდგომ, რაც გურამ ქუთათელაძემ ბრძოლაში გამოიწვია, ქართველებს სულელი, ხოლო გურამს სოკო უწოდა.

 

ამ ამბის შესახებ Adjarasport.com დაინტერესდა და პედის პირადად დაუკავშირდა. გამოცემასთან საუბარში 26 წლის მებრძოლმა განაცხადა, რომ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის შესახებ წარმოდგენა არ ჰქონდა:

 

როგორი გრძნობაა, როდესაც უდიდესი ორგანიზაციის მებრძოლი ხდები, ძალიან დიდი გულშემატკივართა რაზმით? დაგეხმარება ეს იმაში, რომ დებიუტანტების ნაცვლად დიდი სახელის მქონე მებრძოლებს შეხვდე?

 

– როგორც იქნა UFC-ის მებრძოლი ვარ და ეს კარგი გრძნობაა. ვიცოდი, რომ ეს გარდაუვალი იყო და ჩემი მიზანი რა თქმა უნდა ჩემპიონობაა.

 

გურამ ქუთათელაძემ შენ გამოგიწვია. რას ფიქრობ ამაზე და აპირებ თუ არა მსუბუქ წონაში ასპარეზობას?

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.